საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„აგროგრაფი“ – კონკურსი პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:44 - 28 ოქტომბერი 2020 hits 3350

კონკურსი „აგროგრაფი“ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტია, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის პროფესიების პოპულარიზაციას.

27 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროფესიულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პროფესია ფართო აუდიტორიას ფოტოს, ვიდეოს და სტატიის სახით გააცნონ.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი მასალები შეფასდება ორ ეტაპად: ჟიურისა და სოციალურ ქსელში დაგროვილი შეფასებების, მოწონების, გაზიარების საფუძველზე.

დარგის პოპულარიზაციის მიზნით, აღნიშნული მასალები განთავსდება სოციალურ ქსელში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა ღონისძიებაზე, სადაც დუალური პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ხდება.  

კონკურსი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების დაინტერესებას და წახალისებას სწავლის, მუშაობის პროცესში გადაიღონ უნიკალური ფოტო-ვიდეო კადრები. ასევე, დაწერონ საკუთარი გამოცდილების შესახებ საინტერესო სტატია, სადაც აღწერენ როგორია მათი პროფესიული ერთი დღე სოფლის მეურნეობაშიპროექტის ფარგლებში კონკურსი უკვე მეორედ იმართებაგასულ წელს ეს კონკურსი სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობდა და წელსაც ველოდებით დიდ გამოხმაურებას“, – აღნიშნა განათლების ექსპერტმა ნიკოლოზ მესხიშვილმა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მასალები უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

პროექტი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის აგრო დუო ჩართულობითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) კოორდინაციით.

[R] მომწოდებელი - საქართველოს მედია-კლუბი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში